
გამოცემა Foreign Policy გიგა ბოკერიას სტატიას აქვეყნებს სათაურით - "თბილისში ახალი ხელისუფლება ვიქტორ იანუკოვიჩის კვალს მიუყვება". სტატიაში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:
"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველო იმავე ტრაექტორიაზეა, რომელზეც უკრაინა, სადაც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ძლიერმა სურვილმა ციხეში გამოემწყვდია თავისი პროდასავლელი ოპოზიცია, დააჩქარა ამჟამინდელი კრიზისი. 2012 და 2013 წლებში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების პირველად მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ, ქვეყნის ახალმა მთავრობამ სასამართლოები რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტის, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რომელიც ახლა მთავარი ოპოზიციური პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანია, დასაკავებლად გამოიყენა. სასამართლო ასევე გამოიყენეს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ლიდერის, პირდაპირი წესით არჩეული თბილისის მერის თანამდებობიდან ჩამოშორებისთვის. "ჰუმან რაითს ვოჩის" თანხმად, "ნაციონალური მოძრაობის" 35 ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, 6 ათასი აქტივისტი კი დაიკითხა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მონაცემებით, პარტიის ორჯერ მეტი წევრი იქნა დაკითხული
მაგრამ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე ახლო დაკვირვება ნათელს ხდის პოლიტიკური მოტივის, დაშინების, მოსამართლეებსა და მოწმეებზე ზეწოლის, გაყალბებული მტკიცებულებებისა და შერჩევითი სამართლის სიცხადეს", - წერს გიგა ბოკერია.