სიმფეროპოლის შესასვლელთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი საბრძოლო ტექნიკის მობილიზაცია შეიმჩნევა.
ფოტო სოციალურ ქსელებში, თვითმხილველებმა გაავრცელეს. შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვართან ბაზირებულ სამხედრო ნაწილებში გუშინ საბრძოლო განგაში გამოაცხადა, რაც იმით ახსნა, რომ შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობას ამოწმებს.