
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დახმარება აღუთქვა ევოპაში უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვის დაჩქარებასთან დაკავშირებით - წერს სააგენტო „როიტერი“ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის სიტყვებზე დაყრდნობით.
ჯონ კერის არ უსაუბრია კონკრეტულ გეგმაზე, თუმცა განაცხადა, რომ ამერიკა გაზრდის თავის მხარდაჭერას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების - საქართველოსა და მოლდოვასთვის, რათა ეს ორი სახელმწიფო, რაც შეიძლება მალე გახდეს დასავლეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი და გამოვიდეს რუსეთის ზეწოლისგან.
„დღეს მე ღიად ვაცხადებ საქართველოსთვის დახმარების გაღრმავების შესახებ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხში და აგრეთვე რუსეთის მიერ საქართვეოლს ოკუპირებული ტერიტორიტორიების გასწვრივ ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით“- განაცხადა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე.