„როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს" - კარასინის მორიგი მუქარა

Image

კრემლში ისევ აღშფოთებულები არიან და იმუქრებიან - ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

 

 

გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში კარასინმა განაცხადა, რომ ახალმა ატმოსფერომ რუსეთსა და საქართველოს შორის, უკვე დაიწყო ხალხების სასარგებლოდ მუშაობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არასტაბილურია და შესაძლებელია, “ხალხის მასის მიერ“ დაფიქრების გარეშე იყოს გაუქმებული, საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებების ფონზე.

 

„როგორც ჩანს, საქართველოში დაავიწყდათ, რომ რუსეთს პატივსა და ღირსებაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. ჩვენს ტრადიციებში არ შედის ჩვენი ხალხის მისამართით თავხედობისა და მუქარების მოთმენა,”- განაცხადა კარასინმა.

 

მისი თქმით, სიტუაცია მტრობისა და კონფრონტაციის ჩიხში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულმა რადიკალებმა შეიყვანეს. მან საქართველოსთან ავიამიმოსვლის დაბლოკვას ხისტი, თუმცა ადეკვატური ზომა უწოდა.
რუსი დიპლომატის მტკიცებით, მოსკოვში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების განხილვა მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?