
ჩემი ქვეყანა სამი თვის განმავლობაში უკრაინის მაიდნის ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო ჩემმა სამმა თანამემამულემ თავი გასწირა თავისუფლებისთვის ბრძოლაში, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული „მეხუთე არხის“ გადაცემაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მაიდნის გამარჯვება იმის დასტურია, რომ უკრაინაში მოდის თაობა, რომელიც არასდროს შეეგუება კორუფციას, ხელისუფლებისა და ხალხის დაშორებას.
"ჩემი ქვეყანა სამი თვე მაიდნის ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო სამმა ჩემმა თანამემამულემ თავი გასწირა: ესენი იყვნენ ბათუმელი არუთინოვი, გაგრიდან დევნილი ხურცია და ბოლოს, დათო ყიფიანი, რომელიც ერთერთი პირველი იყო, ვინც „უკრაინის სახლში“ შეიჭრა და „ბერკუტს“ საქართველოს დროშა არ დაანება. მისი ნეშტი საქართველოში ჩაასვენეს და ათასზე მეტი ადამიანი დახვდა, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი ოფიციალური პირი არ დახვედრია.
მომღერალმა ნინო სურგულაძემ მაიდნის დაღუპული გმირების ხსოვნას კლიპი მიუძღვნა და ძალიან ლამაზი გამოვიდა, ის აწყობილია დაღუპულთა პორტრეტებით. ამ კუთხითაც არის ყველაფერი ეს საინტერესო: რამხელა ანთროპოლოგიური სხვაობაა მათ შორის, ვინც დაიღუპნენ და ვინც მათ დევნიდა და კლავდა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.