ჯაბა ხუბუა რ2-ის ჟურნალისტს – "თამარ, ჟურნალისტს 30 ტყვია ერთად ესროლა შენ რომ რეჟიმს ემსახურებოდი, იმან"

Image

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა კოლეგას, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს თამარ ბაღაშვილს მიმართავს:

 

 

თამარ ბაღაშვილი, ეგ ტყვია, შენ რომ მოგხვდა, არ კლავს, ძვირფასო! ეგ ტყვია 2011 წლის 26 მაისს ჩემ კოლეგასა და მეგობარს, მაშინ ,,ასავალ-დასავალის,, ჟურნალისტს ბექა სივსივაძეს 30 ერთად ესროლა შენ რომ რეჟიმს ემსახურებოდი, იმან. მთელი სხეული დაფლეთილი ჰქონდა. ასევე გიორგი მამაცაშვილსაც. სხვათაშორის, მაშინ არც შენ და არც შენი არხის რომელიმე წარმომადგენლს 30-წამიანი სიუჟეტიც არ მიგიძღვნიათ რეზინის ტყვიებით დახვრეტილი ჟურნალისტებისათვის.


თამარ, ძვირფასო, ტყვია, იცი, რომელი კლავს? გურამ შარაძეს რომ ესროლა შენმა მშობლიურმა რეჟიმმა, ის!
ტყვია, იცი, რომელი კლავს? ხელებაწეულ ბუტა რობაქიძეს რომ ესროლა, გიორგი გამცემლიძეს რომ ესროლა, ზურა ვაზაგაშვილს რომ ესროლა, გია კრიალაშვილს რომ ესროლა შენი სათაყვანებელი მერაბიშვილის პოლიციამ, ის!
კიდევ, იცი, რომელი ტყვია კლავს, თამარ? როინ შავაძეს რომ ესროლა შენმა ჯილა რეჟიმმა, ის. კიდევ, იცი, რომელი? შენი ტელევიზიის მიერ გმირად შერაცხილმა რომან შამათავამ შუა ზღვაში, კატერზე შუბლი რომ გაუხვრიტა დათო ცინდელიანს და პაატა ქარდავას, ის ტყვია კლავს, ჩემო კარგო! კიდევ, იცი, რომელი ტყვია კლავს? ნავთლუღში აჭარელ ახალგაზრდა ბიჭებს რომ დაახალა და მერე საკონტროლოც რომ მიაყოლა დათა ახალაიამ, ის. თამარ-ქალო, ,,რ-2″-ის თვალო, ასეა ეს და გახარია სისხლიან ჯალათად რომ გამოაცხადო, როგორც მინიმუმ, ნამდვილი სისხლიანი ჯალათების პარტიულ ტელევიზიაში არ უნდა მუშაობდე. გისურვებ, მალე მოგეშუშებინოს იმ ტყვიით მიყენებული ჭრილობა, რომელიც არ კლავს, თუმცა კი, ჩემი ქვეყანა კიდევ კარგა ხანს ვერ მოირჩენს იმ ჭრილობებს, რომლითაც შენი ლეტალური ტელევიზია ფლეთს მის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ სხეულს” – წერს ჯაბა ხუბუა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !