
26 თებერვალს მოსკოვში, „სპარტაკისა“ და „აცსკ“ (არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, იგივე «ЦСКА») ჰოკეის მატჩის დროს რუსმა გულშემატკივრებმა უკრაინის მაიდანს მხარი მოულოდნელი ფლეშმობით დაუჭირეს.
მოულოდნელად, ტრიბუნების ერთმა ნაწილმა დაიწყო სკანდირება «Слава Украине!», მეორე ნაწილი კი პასუხობდა: «Героям слава!». სკანდირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
ცნობილი შეძახილი «Слава Украине!» სათავეს მე-20 საუკუნის იმ წლებიდან იღებს, როცა ხანმოკლე დროის განმავლობაში უკრაინის სახალხო რესპუბლიკა დამოუკიდებლად არსებობდა. საპასუხო რეპლიკა «Героям слава» უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და უკრაინის აჯანყებული არმიის მხარდაჭერას გამოხატავდა.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით