
20 ივნისის აქციაზე დაშავებული დავით ფარადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.
ამის შესახებ Imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
31 წლის დავით ფარადაშვილი 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ამ
დრომდე მართვით სუნთქვაზეა. მას პლასტმას-კაუჩუკის ტყვია საფეთქელთან მოხვდა, რამაც თავის ტვინის მძიმე
დაზიანება გამოიწვია.