
მაიდანზე ჩატარებული სახალხო ვეჩეს დროს სიტყვით გამოსულმა ყირიმელ თათართა ლიდერმა მუსტაფა ჯემილიევმა განაცხადა, რომ ყირიმში კოალიციური ხელისუფლება შეიქმნება, ყირიმის რადა კი უკრაინიდან გამოყოფის საკითხს ვეღარ დააყენებს.
ჯემილიევის განცხადებით, ყირიმის რადის სპიკერის ვლადიმირ კონსტანტინოვის მცდელობა, განეხილა უკრაინის შემადგენლობიდან ყირიმის გამოყოფის საკითხი, კრახით დასრულდა.
მისი თქმით, რადასთან 3 ათასი პრორუსი შეიკრიბა, სევასტოპოლიდან კი მათ მხარდასაჭერად 5 ავტობუსით აქტივისტები მივიდნენ. მათ წინააღმდეგ გამოვიდა დაახლოებით 12 ათასი ყირიმელი თათარი, რომლებმაც პრორუსები განდევნეს.
ჯემილიევის თქმით, მცირე შეტაკებებს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია: გულის შეტევით პენსიონერი გარდაიცვალა, ხოლო ერთი ქალი ჭყლეტაში მოჰყვა და სასიკვდილოდ დაშავდა.