
რუსული გამოცემის ცნობით, მათი სპეციალური კორესპონდენტი ვლადიმირ სოლოვიოვი არ შეუშვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეს რუსული გამოცემა ავრცელებს.
სოლოვიოვი მოსკოვიდან თბილისის აეროპორტში დღეს ჩამოფრინდა, ის სასაზღვრო კონტროლზე გააჩერეს,
პასპორტი ჩამოართვეს და 3-საათიანი ლოდინის შემდეგ უთხრეს, რომ რუსეთში მომდევნო რეისით
დააბრუნებდნენ.