
პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვლადიმერ პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალებათ. რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ტურისტების შემოყვანას 8 ივლისიდან შეწყვეტენ.