ენრი ლოლაშვილის შემოქმედებითი საღამო 1 ივლისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება.
შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში ენრი ლოლაშვილის კინომუსიკა და რჩეული კომპოზიციები
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით აჟღერდება.
კონცერტში მონაწილეობას ქართველი მომღერლები : ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ
რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, დავით მალაზონია, პაპუნა შარიქაძე, დავით ჯაფარიძე,
ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, რეზო კიკნაძე, ლევან კემულარია მიიღებენ.