მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა - თბილისში რუსი დეპუტატები ჩამოვლენ

Image

საქართველოში იგეგმება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ რუსეთის დუმის დეპუტატები - აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი ავრცელებს.

 

 

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, დელეგაციაში, რომლის წევრებიც საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვლენ, იქნება დეპუტატი გავრილოვი, რომელიც კანდელაკის მტკიცებით, ლევან ვასაძის თანამოაზრეა.

„ბატონი გავრილოვი არის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი საეკლესიო საკითხებით მანიპულირებისა და ჯერ კიდევ 2015 წელს საკუთარ ინტერვიუში ამბობდა, რომ საქართველოში რუსეთმა თავის სტრატეგია უნდა ააგოს საეკლესიო საკითხებზე, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს საკუთარი გავლენა საქართველოში სწორედ საეკლესიო საკითხების მანიპულირებით და რა კარგია, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი მეგობარი გვყავსო, ამბობდა ბატონი გავრილოვი,“ - განაცხადა კანდელაკმა.

 

გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას მოუწოდებს, აიცილოს ვითარების ესკალაცია და რუსეთის დუმის დეპუტატები ქვეყანაში არ უნდა შემოუშვას.

„ის შავრაზმული იდეოლოგია, რომელიც გვესმის ბატონი ვასაძის, ბატონი ლორთქიფანიძის, რომელიც პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელია, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ძალების მხრიდან, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ სატელიტები არიან, ამ იდეოლოგიის მმართველები და ხელმძღვანელები რუსეთში არიან ეს ხალხი. ეს ხალხი არიან მეგობრები, ბატონი ვასაძე, ბატონი გავრილოვი, ერთი წრეა. რუსეთის დუმის ამ წევრების შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, არის არასასურველი ჩვენი სუვერენიტეტისთვის და ასევე ზიანს მიაყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !