მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა ორი დღის წინ კოლეგებსა და მეგობრებს ახალი ბენდი წარუდგინა.

მისი პრეზენტაცია დახურულ სივრცეში გაიმართა, საღამოზე მსმენელმა, ახალ რეპერტუართან ერთად, ზუკას მამის –
გიო ხუციშვილის სიმღერებიც მოისმინეს,რომლებსაც ახალი ბენდი განსხვავებული ინტერპრეტაციებით ასრულებდა.
პრეზენტაციას ცნობილი მომღერლები, მუსიკოსები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.