
სიმფეროპოლში პარალელურად ორი აქცია მიმდინარეობს. ყირიმელი თათრები, უკრაინის ერთიანობის დასაცავად გამოვიდნენ.
ისინი აცხადებენ, რომ ყირიმი რუსეთი არა არის და ბოლომდე დაიცავენ უკრაინის ერთიანობას.
ამ აქციის პარალელურად იმართება პრორუსული ორიენტაციის მქონე ყირიმელი რუსების აქცია. ყირიმის სხვადასხვა ქალაქებში დაწყებულია პრორუსულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზება.
ამ წუთებში ყირიმის პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს. აქციებს შორის სამართალდამცავებს ჯაჭვი აქვთ გავლებული, თუმცა, დაპირისპირებას მაინც ჰქონდა ადგილი.