-
2014-02-26 16:57
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა. საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის განცხადებით, იგი 99 პროცენტით არის დარწმუნებული იმაში, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება:
„მე დარწმუნებული ვარ 99%-ით, რომ გამამართლებელი იქნება განაჩენი. თუკი ეს იქნება გამამატყუნებელი, ეს არ იქნება სატირალი, არამედ ეს იქნება სასაცილო. უკეთესი იქნება, თუ მე ვიჯდები ციხეში, ვიდრე ჩემი მეგობრები. მეამაყება, რომ საქართველოში მე შევქმენი პოლიცია, რომელიც არის არაკორუმპირებული. პოლიციის ისტორიაში იქნება ასე - მერაბიშვილამდე და მერაბიშვილის შემდეგ. ვერავინ შეძლებს ისეთი ეფექტის შექმნას, როგორიც შეიქმნა ჩემი მინისტრობის პერიოდში. მე არ მეშინია გამამტყუნებელი განაჩენის“, - განაცხადა მერაბიშვილმა.