-
2019-06-01 14:21
ქართული ფილმი „ცუდი ხალხი“ „პალმ სპრინგის“ საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საპროდიუსერო ჯგუფი ავრცელებს.
ფილმის გამოსვლითანავე მისი პრემიერა უამრავ საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი” რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მისი მთავარი გმირი ახალგაზრდა
მამაკაცია, რომელიც 1991 წლის თბილისის ომში მონაწილეობდა. სიუჟეტის თანახმად, თავისი მცირეწლოვანი
შვილისთვის წამლის ძებნის დროს ის დიდი ხნის უნახავ თანაკლასელებს ხვდება. თუმცა, მალევე აღმოჩნდება, რომ
ძველი მეგობრები სინამდვილეში მისი მტრები გახდებიან.