"გარეჯი საქართველოა!" - აღდგომის ტაძართან სამოქალაქო აქტივისტებმა დროშა აღმართეს

Image

დავით გარეჯის დასაცავად საქართველოს ასობით მოქალაქე გაერთიანდა - სამონასტრო კომპლექსში სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობას მართავენ.

 

 

გარეჯი საქართველოა - ამ დევიზით მასშტაბური მსვლელობა სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილისკენ დაიძვრება, რომელსაც აზერბაიჯანის მხარე მის საზღვრებში მოიაზრებს.

სამონასტრო კომპლექსის მოსალოცად დღეს გარეჯში მრევლთან ერთად სასულიერო პირები საქართველოს 9 ეპარქიიდან ჩავიდნენ. მათი თქმით, გარეჯი საქართველოს იერუსალიმია და თუ ხელისუფლება მას ვერ დაიცავს, მაშინ თავად მოქალაქეებს და ეკლესიას მოუწევს ამის გაკეთება.

 

მსვლელობაში მონაწილე პირთა ნაწილი უკვე მივიდა აღდგომის ტაძართან. მათ ამ ტერიტორიაზე სიმბოლურად საქართველოს დროშა აღმართეს.მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ნებისმიერ მშვიდობიან პროტესტს მხარს დაუჭერენ.

„დავით გარეჯი საქართველოა- ეს არის მთავარი სათქმელი, რაც გვაქვს. ძალა კიდევ ერთობაშია. ქართველები შევიკრიბეთ ვაჩვენებთ,რომ მხარს ვაძლევთ ერთმანეთს. ასე გავიმარჯვებთ,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

ცოტა ხანში მსვლელობის ყველა მონაწილე აღდგომის ტაძართან შეიკრიბება. შემდეგ კი ისინი ჩიჩხიტურის კოშკამდე ცოცხალი ჯაჭვის გავლებას აპირებენ.  

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსვლელობა  დაგეგმეს.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?