
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს ხელისუფლება მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ წარმოებულ კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
"ეს არის ჩვენი განწყობაც და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ, როგორც ევროპული ლიდერები, ასევე ამერიკაშიც თვლიან, რომ ეს არის ერთადერთი სწორი და ჯანსაღი მიდგომა. ეს არის ის, რაც მოვისმინე ევროპაში ვიზიტის დროს- მიუნეხენში, ბრიუსელში და ეს არის ის, რაც მოვისმინე აშშ-ში ვიზიტის განმავლობაში", -განაცხადა ღარიბაშვილმა.