-
2014-02-25 23:52
საქართველოს პრეზიდენტი (2004-20013) მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი-2“-ის გადაცემა „არჩევანში“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს იმის წინაპერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა საქართველოს სიმართლეში.
„ძალიან ბევრი უცხოელი კი არა, ქართველიც ამბობდა, ომი საქართველომ დაიწყო და საქართველოს ბრალი იყოო. ახლა ხომ მაინც დარწმუნდნენ, რომ 2008 წელს საქართველო არაფერ შუაში არ იყო. მე ბევრგან ვყვიროდი მაშინ ინტერვიუებში, რომ ჯერ იქნებოდა საქართველო და მერე იქნებოდა უკრაინა, რაც სამწუხაროდ, ახდა.
დაინგრა მრავალი მითი - რუსეთის უძლეველობის მითი დაინგრა, დაინგრა პუტინისა და იანუკოვიჩის სისტემის ეფექტურობის მითი. ახლა სულ სხვა მოცემულობაა, მსოფლიომ დაინახა, რა არის კორუფცია უკრაინის მაგალითზე. ახლა მთავარია, მათ სწრაფად შეძლონ მთავრობის ფორმირება და დაიწყონ რეფორმები, ამაში მთელი ცივილიზებული მსოფლიო დაეხმარება უკრაინელ ხალხს“, - დაამატა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი „არჩევანში“ კიევის ევრომაიდნიდან ჩაერთო.