-
2014-02-25 17:03
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "გრომ-ტვ"-სთვის ინტერვიუს მიცემამდე ავრომაიდანზე მყოფი ნასვამი, უსუფთაოდ ჩაცმული მამაკაცის "სამიზნე" გახდა.
მამაკაცმა ევრომაიდნის ორგანიზატორები "ბანდიტებად" მოიხსენია და სააკაშვილიც მათ შეადარა: "აქ, ევრომაიდანზე ხალხი ისეთივე ბანდიტებს მოჰყავთ, როგორიც თქვენ ხართ", - უთხრა მან მიხეილ სააკაშვილს. მამაკაცმა ქართველებსაც "ბანდიტები" უწოდა. ის დაჟინებით მოითხოვდა სააკაშვილისგან პასუხს კითხვაზე, როგორ გახდა მილიარდერი, რასაც სააკაშვილმა ღიმილით "სრული სისულელე" უწოდა.
მას შემდეგ, რაც ნასვამმა მამაკაცმა რამდენჯერმე გაუმეორა შეკითხვა, როგორ გახდა მილიარდერი, ის მიხეილ სააკაშვილის დაცვამ ინტერვიუს ადგილს გაარიდა.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით