1979 წელს იური ვაზაგაშვილმა ჯგუფთან ერთად ცოლ-ქმარი აწამა: ის საკავშირო ძებნაში იყო (ვიდეო)

Image

სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი ყაჩაღური თავდასხმისთვის იყო გასამართლებული.

 

ამის შესახებ განცხადება "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში შსს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ფირცხალავამ და ირაკლი ქადაგიძემ გააკეთეს. საქმე ეხება 1979 წლის 5 სექტემბერს ყაზბეგის რაიონის სოფელ ხურთისში ქემაშვილების ოჯახზე განხორცილებულ შეიარაღებულ-ყაჩაღურ თავდასხმას.

 

ირაკლი ფირცხალავამ და ირაკლი ქადაგიძემ სასამართლოს განაჩენის ფოტოასლებიც წარმოადგინეს.

 

1979 წლის 5 სექტემბერს ღამის 01-02 საათზე, ყაზბეგის რ–ნის სოფ. ხურთისში ნიკოლოზ მიხეილის ძე ქემაშვილისა და თამარ ნიკოლოზის ასულ ჩქარეული – ქემაშვილის ოჯახზე განხორციელდა შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა. ბოროტმოქმედებმა 80 წელს მიღწეული მოხუცი ცოლ–ქმარი ჯერ დააბეს, შემდეგ კი განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს.

 

დანისა და ელექტროსადენებით ნაწამები ქემაშვილებისაგან გაიტაცეს 77000 მანეთის 3% ობლიგაცია, 17 000 მანეთი და 2000 მანეთის ღირებულების ოქროული. ბოროტმოქმედებმა მყოფი მოხუცი ცოლ–ქმარი  უმწეო მდგომარეობაში დაბმულ მდგომარეობაში დატოვეს და დამატებითი საფრთხე შეუქმნეს მათ სიცოცხლეს.  

 

გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილი და დაკავებული იქნა ამ შემზარავი დანაშაულის ჩამდენი პირები:

1. გოგი ალექსანდერეს ძე ჩოჩიშვილი, დაბ. 1957 წელს, მცხ. ქ. თბილისი ოქტომბრის ქ.34

2. სოსო კარლოს ძე დოლიძე, დაბ.1957 წელს, მცხ. ქ. თბილისი დეკაბრისტების ქუჩა 1 შესახვევი, 1.

3. გიორგი აკაკის ძე ხარაძე, დაბ 1955 წელს, მცხ. ქ. თბილისი ოქტომბრის ქ. 105. ადრე ნასამართლევი

4. დავით ვლადიმერის ძე ჩადუნელი, დაბ.1953 წელს, მცხ. კასპის რ–ნი სოფ. იგოეთში. ადრე ნასამართლევი.

5. იური ზენოს ძე ვაზაგაშვილი, დაბ. 1953 წელს, მცხ. კასპის რაიონის სოფ. ყარაფილაში, დრ. მცხ. ქ. თბილისი გროზნოს ქუჩაზე.

 

ხუთი ბოროტმოქმედიდან მილიციამ ოთხის დაკავება შეძლო. კერძოდ: ჩოჩიშვილის, დოლიძის, ხარაძისა და ჩადუნელის, ხოლო იურა ვაზაგაშვილმა მიმალვა მოახერხა.

 

გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი იქნა შემდეგი: დანაშაულებრივმა ჯგუფმა გადაწყვიტა ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება. „საქმის მიმცემი“ აღმოჩნდა ჩოჩიშვილი, რომელმაც, თანამზრახველებს ინფორმაცია მიაწოდა თანასოფლელ მარტოხელა მოხუც ცოლ-ქმარზე.

 

ვინაიდან დოლიძის კუთვნილი „ჟიგულის“ მარკის ა/მანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი, გადაწყვიტეს, დანაშაულის ჩასადენად წასულიყო ჯგუფის 4 წევრი, კერძოდ: ჩოჩიშვილი, დოლიძე, ჩადუნელი და ვაზაგაშვილი.

 

ჩოჩიშვილმა თანამზრახველებს აჩვენა ქემაშვილების საცხოვრებელი სახლი, ა/მანქანა დატოვეს სოფლის განაპირას, დაზარალებულების საცხოვრებელი სახლის ეზოში დარჩა დოლიძე, ხოლო ვაზაგაშვილი 2 თანამზრახველთან ერთად შეიარაღებულები შეიჭრნენ ქემაშვილების ბინაში.

 

ვაზაგაშვილმა და მისმა ჯგუფის წევრებმა, მიუხედავად თხოვნა-მუდარისა, განსაკუთრებული სისასტიკით აწამეს მოხუცები და გაიტაცეს  დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ძვირფასეულობა, ხოლო  კვალის არევის მიზნით, დამნაშავეები არა თბილისის, არამედ ორჯონიკიძის (ვლადიკავკაზის) მიმართულებით გაემართნენ, ხოლო საქართველოში დაბრუნდნენ სტავროპოლის ოლქისა და ქ. სოჭის გავლით.

 

ბოროტმოქმედებმა ნაყაჩაღარი თანხიდან 10 000 მანეთი თბილისში დარჩენილ ხარაძეს გადასცეს, ხოლო დანარჩენი თვითონ გაინაწილეს. გამოძიების პროცესში დოლიძემ, ჩოჩიშვილმა და ხარაძემ დანაშაული აღიარეს და დაწვრილებითი ჩვენებებით ამხილეს ვაზაგაშვილი.

 

დაზარალებულთა მიერ ამოცნობილი იქნენ: დოლიძე, ჩოჩიშვილი და ვაზაგაშვილი. მილიციის მიერ გაჩხრეკილი იქნა დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა წევრის საცხოვრებელი სახლი.

 

1981 წლის 28 მაისს, ყაზბეგის რაიონულმა სასამართლომ ჩოჩიშვილს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, დოლიძეს 8 წლით, ჩადუნელს 10 წლით, ხარაძეს 4 წლით, მათვე მიესაჯათ ქონების კონფისკაცია და დაეკისრათ დაზარალებულებისათვის 96 000 მანეთის გადახდა.

 

მიმალვაში მყოფი იურა ვაზაგაშვილის მიმართ საქმე გამოიყო ცალკე წარმოებაში, მასზე გამოცხადდა საკავშირო ძებნა და საქმე წარმოებით შეჩერდა დამნაშავე იურა ვაზაგაშვილის დაკავებამდე.

 

vazag1.jpg

vazag.jpg

 

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !