გიორგი ფარესაშვილის სკანდალურ მასალასთან გოგა ხაინდრავას და გია ხუხაშვილის კავშირი დასტურდება?

Image

გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ლევან ჩიტაძის, გოგა ხაინდრავასა და გია ხუხაშვილის კავშირზე საუბრობს.

 

ელისო კილაძემ „პირველი რადიოს“ პრესკლუბში დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა აიტვირთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თანამშრომელის ლევან ჩიტაძის მიერ.

 

„დეკემბრის დასაწყისში ლადო ბედუკაძის მეშვეობით მე დამიკავშირდა გოჩა ნაჭყებია ჟურნალისტი და მთხოვა შეხვედრა. მან მომაწოდა შემდეგი ინფორმაცია: აღმაშენებლის 144-ში მდებარეობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, სადაც ლევან ჩიტაძე მუშაობს. რამდენიმე დღის წინ ამავე ოფისში თანამშრომლები თათა საფრიძე, ზაურ დუმბაძე, მალხაზ მჭედლიშვილი და სხვები განაწყენებულები წამოვიდნენ, რადგან მათ თვეების განმავლობაში სახელფასო ანაზღაურება ვერ მიიღეს.

 

თათა საფრიმაძემ უკიდურესად გაღიზიანებულმა შემზარავი საიდუმლო გამიმხილა-ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი ზვიო ჩიხლაძე, რომელიც იყო ძალიან შეურაცხყოფილი , ეს რა ჩაიდინეს, როგორ მოიქცნენ, გიორგი ფარესაშვილზე რა ამაზრზენი ვიდეო-მასალა ატვირთეს ჩვენი ოფისიდანო. გოჩა ნაჭყებიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას ზურაბ დუმბაძემაც დაუდასტურა, რომელიც ამავე ოფისში კომპიუტერული ქსელების უზრუნველყოფას ახდენდა, დუმბაძის განცხადებით, მას ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ტექნიკური მონაცემებიც ჰქონდა. ზაურ დუმბაძემ ჩიტაძის ოფისში რამდენიმე საიტი დაამზადა, რომლის ანაზღაურებაც მას არ მიუღია“,-განაცხადა ელისო კილაძემ.

 

კილაძის განცხადებით, გოჩა ნაჭყებიას დახმარებით ის შეხვდა ყველა ზემოთჩამოთვლილ პირს, რომლებმაც ინფორმაცია დაადასტურეს. მისივე თქმით, გოჩა ნაჭყებიამ მიაწოდა ვიდეომასალა , სადაც ასევე აღნიშნულ თემაზეა საუბარი (ვიდეომასალა თან ერთვის):

 

ელისო კილაძის ინფორმაციით „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრს“ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი აფინანსებს გოგა ხაინდრავას თხოვნით. ლევან ჩიტაძეს და მის მეგობრებს კი კილაძის თქმით, გია ხუხაშვილი მართავს. ელისო კილაძე ყველა მასალას, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა, პროკურატურას გადასცემს. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !