
საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრას დადებითად აფასებს.
ბოკერიას განცხადებით, მას აინტერესებს ის კონკრეტული საკითხები რომლებიც ღარიიბაშვილმა ობამასთან შეხვედრისას განიხილა:
"ძალიან კარგია, რომ შედგა პრემიერის შეხვედრა თეთრ სახლში. წელიწადნახევარია გასული, რაც ახალი მთავრობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა შედგეს სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ ობამასი, რომ ასეთ მომენტში, როდესაც რუსეთის ფედერაცია კვლავ წევს საოკუპაციო ხაზს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტესიდამი, ჩვენი თავისუფალი არჩევანის მიმართ იმედი მაქვს, პრემიერი უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე - მიუნხენის კონფერენციაზე.
ჩვენ გვაინტერსებს, კონკრეტულად რა საკითხები დასვა მან, ეს არის მნიშვნელოვანი და იმედია, მოვისმენთ უფრო მეტს. მან ისაუბრა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ეს კარგია, მაგრამ არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზე მოლაპარაკებების დაწყებაც იყო მიღწეული წინა შეხვედრაზე და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის საკითხი. საინტერესოა, თუ რა ეტაპზე ვართ ამ პროცესში", - განაცხადა ბოკერიამ.