
თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
დროშის დაშვების ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს. დროშის დაშვების ღონისძიებას არ დასწრებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და შესაბამისად, კომენტარი არ გაკეთებულა.
დღეს დროშა საქართველოს სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე დაშვებულია