
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელევიზიის შეკითხვაზე ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენების შესახებ აცხადებს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის ბოდვითი გეგმის ნაწილია.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი ყველგან ერთი და იგივე სცენარით მოქმედებს. მან გაიხსენა აფხაზეთის მაგალითი, სადაც რუსეთი ასევე, უფასოდ და გამარტივებული წესით აძლევდნენ პასპორტებს იქაურ მცხოვრებლებს, რაც შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს.
მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინელი ხალხი კარგად გაერკვევა მტრულად განწყობილთა გეგმებში და ქვეყანაში მალე დაიწყება სტაბილიზაცია.