თიბისი ბანკი „ასავალ-დასავალს“ ახალი სარჩელით უპასუხებს

Image

როგორც უკვე ცნობილია, 21 თებერვალს თიბისი ბანკმა  სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, გაზეთ “ასავალ-დასავალის” და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ, ამავე გაზეთის რამდენიმე ნომერში ბანკისა და მისი ხელმძღვანელის,მამუკა ხაზარაძის შესახებ გამოქვეყნებული ცრუ და შეურაცხმყოფელი სტატიების გამო.

 

მოსარჩელეები მოითხოვენ „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ცრუ ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის სახით160,000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებით, თავისუფალი ჟურნალისტიკის განვითარების საქმეს მოხმარდება.

 

ამავე დღეს ბანკმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა ამის თაობაზე, სადაც აღნიშნავდა, რომ ბანკის და მისი ხელმძღვანელი პირების შესახებ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებისმიერი შემთხვევსას, მოითხოვს ამ ინფორმაციის გამავრცელებელი გაზეთის დღის ტირაჟის სრულ ამონაგებს  მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

 

მიუხედავად ამისა, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მაინც აგრძელებს მიზანმიმართულ, ბინძურ ცილისწამებას თიბისი ბანკის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ. ამას დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული “სტატიები” მოწმობს, სადაც მოყვანილი „ფაქტები“ და ვერსიები ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება და აკვიატებული ბოდვის ელემენტებს შეიცავს.

 

უფრო მეტიც, თიბისი ბანკი არ გამორიცხავს, რომ გაზეთის ეს ბინძური კამპანია გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდ აბსურდში გადაიზარდოს, ვინაიდან აშკარაა, რომ „ასავალ-დასავალს“ სრულიად დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება და სჯერა, რაც უფრო მეტ სიცრუეს და ცილისწამებას გამოაქვეყნებს, მით უფრო დაარწმუნებს ადამიანებს საკუთარ „სიმართლეში“. ამ საქმიანობას თავისუფალ ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს.

 

თიბისი ბანკი არ აპირებს „ასავალ-დასავალის“ თითოეულ ცილისწამებაზე პასუხის გაცემას. უბრალოდ გვსურს შევახსენოთ ამ გაზეთს, რომ ყოველ ახალ ცილისწამებაზე ბანკი ახალ სარჩელს შეიტანს მის წინააღმდეგ და ახალიფინანსური სანქციების დაკისრებას მოითხოვს.  ჩვენ გაგვაჩნია კანონით მონიჭებული უფლება დავიცვათ თავი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური კამპანიისგან და ამ უფლებას ჩვენ სრულად გამოვიყენებთ.

 

სტატია ქვეყნდება ფასიანი განთავსების ფარგლებში

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !