-
2014-02-25 02:05
სიმფეროპოლში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები ჩავიდნენ. დელეგაციას დსთ–ს საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი მეთაურობს. რუსი დეპუტატები ყირიმელებს რუსული პასპორტების გაცემას დაჰპირდნენ.
რუს დეპუტატებს დახვდნენ ყირიმის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სერგეი აქსიონოვი და სერგეი ცეკოვი.
რუსმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ყირიმში პასპორტებს გამარტივებულ რეჟიმში გასცემს. მათი თქმით, რუსეთი ასევე ითხოვს, შესრულდეს იანუკოვიჩსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება.
და ყველაზე მთავარი: დეპუტატების თქმით, ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ან ყირიმის უმაღლესი საბჭოს მიმართვის შემთხვევაში რუსეთისადმი – შეერთების თაობაზე, ამ საკითხს რუსეთი მაქსიმალურად სწრაფად განიხილავს.