
უკრაინის უშიშროების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ვალენტინ ნალივაიჩენკო აცხადებს, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ინტერთან“ ინტერვიუში განაცხადა:
„დიახ, ვიცით, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზეა, ოღონდ არ ვიცით, სად. რომ ვიცოდეთ, უკვე გვექნებოდა გაგზავნილი წერილი მთავარ პროკურატურაში“, – განაცხადა უშიშროების ახალმა უფროსმა და დაამატა, რომ მალე გენპროკურორი მოიწვევს ძალოვანი უწყების ყველა ხელმძღვანელს და ძალიან მკაცრი მითითებები გაიცემა.