საპატრიარქო: ამოსვენების დროს მამა გაბრიელის წმიდა ნეშტი საერთოდ არ გახსნილა

Image

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ბერ გაბრიელის ნეშტის ამოსვენებასთან დაკავშირებულ დეტალებზე აკეთებს აქცენტს, ამასთან, აღნიშნავს, რომ მამა გაბრიელმა უამრავი სასწაული აღასრულა და კვლავაც აღასრულებს.

 

საპატრიარქოს განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

 

"ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ღირსი მამის, გაბრიელ სალოსის წმიდა ნაწილების აღმოყვანებას და დღეს უკვე სვეტიცხოვლიდან თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, გადმობრძანებას. დიდია ხალხის სიყვარული მისადმი, ამიტომაც სამების ტაძარი არ დაიკეტება და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ექნება საშუალება მიეახლოს წმინდანს.

 

უნდა ითქვას, რომ წმინდანთა აღმოყვანების ტრადიცია საქართველოში თითქმის არ იყო, რადგან ქვეყანა მუდმივ შემოსევებს განიცდიდა და მათი დაცვის გარანტია არ არსებობდა. თუმცა მართლმადიდებელ სამყაროში: კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუსეთის, უკრაინის და სხვა ეკლესიებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

 

საერთოდ, აღმოყვანებული ნაწილები ზოგჯერ არის ნაწილობრივ უხრწნელი ან მხოლოდ ძვლების სახით დაცული. მაგალითად, უხრწნელია წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, კიევის ლავრაში დაბრძანებულ წმინდანთა დიდი ნაწილი, მაგრამ, მაგალითად, მოციქულების, წმიდა გიორგის, სტეფანე პირველმოწამის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანების მხოლოდ ძვლებია და მას მიეახლებიან მორწმუნენი.

 

რაც შეეხება მამა გაბრიელს, ამოსვენების დროს მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა. მისი წმიდა ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა, როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა, გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა.

 

კიდევ ერთი ინფორმაცია: ვითვალისწინებთ რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდ სურვილს წმინდანთან მიახლებისა, მათთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12 საათიდან 17 საათამდე საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მიბრძანება. მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღვთის მადლით კვლავაც ბევრს აღასრულებს, მისი ლოცვა და ღვთის წინაშე მეოხება შეეწიოს სრულიად საქართველოს!".

 

mama-gabriel-sxeuli-vip-1.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !