
იმის გამო, რომ 20 თებერვლის სპეცოპერაციებში მონაწილე სნაიპერებისა და მათი მეთაურების პირადი მონაცემები, მათ შორის, მისამართი და ტელეფონის ნომრები გასაჯაროვდა, კიევში, შესაძლოა, ადგილობრივმა მოსახლეობამ მათზე შური იძიოს.
სნაიპერთა და მათი მეთაურების მონაცემები, მათ შორის რაციით სახმობი მეტსახელები, ზოგადად, 20 თებერვალს კიევში ჩატარებული სპეცოპერაციების „ბუმერანგისა“ და „მოლნიას“ დეტალები „ბატკივშინას“ დეპუტატმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გენადი მოსკალმა საკუთარ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა.
მოსკალმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის მოპოვებაში მას შსს–ს „პატრიოტულად განწყობილი წარმომადგენლები“ დაეხმარნენ.