
უკრაინის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ახალ პრეზიდენტთან ერთად „ევრომაიდანზე“ დაღუპულთათვის გმირის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ წინადადებას დღეს რადაში კენჭი უყარეს და მას 346-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც ცნობილია, მსგავსი სტატუსი არ მიენიჭებათ იმ სამართალდამცავებს, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად 82 ადამიანი გარდაიცვალა.