
ყაზბეგის გამზირზე, 34ა ნომერში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ამწეს მძღოლი გახლავთ, იგი დაახლოებით 45 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა.
სამაშველო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით, მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იგი შესაბამის სამედიცინო დახმარებას საავადმყოფოში გადის.
ინციდენტის შედეგად 4 ავტომობილი და საცხოვრებელი კორპუსის კედელი დაშავდა. შესაბამისი სამსახური მომხდარის გამომწვევ მიზეზებს ადგენს.