
ადვოკატი გიორგი ონიანი ე.წ. „მოდულის“ შენობაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია ონიანი ჩაფიძის კარდეოლოგიურ კლინიკაში 24 საათის მანძილზე უნდა დაეტოვებინათ,
თუმცა კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ონიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი სამედიცინო დაწესებულებაში დატოვების აუცილებლობას არ იძლეოდა.
ე.წ. „მოდულის“ შენობასთან გიორგი ონიანის მხარდამჭერები და ახლობლები იკრიბებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.