-
2014-02-24 14:54
კიევში ევრომაიდნელების დახვრეტაში რუსეთის შსს–ს დანაყოფებისა და ზოგადად, სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ დღემდე რამდენიმე სერიოზული თუ არასერიოზული სამხილი გამოქვეყნდა.
მათ შორის იყო დაკავებული სნაიპერისთვის აღმოჩენილი სამკლაური რუსეთის შსს–ს წარწერით, რაციაში სუფთა რუსულით მოსაუბრე სნაიპერები და სხვა.
მაგრამ ვიდეომასალაზე, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ წარმოგიდგენთ და სადაც 18 თებერვლის კიევის მოვლენებია ასახული, კარგად ჩანს ერთი და, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი სამხილი იმისა, რომ კიევის ევრომაიდნელების დახვრეტა რუსეთის ჩარევის გარეშე არ მომხდარა:
საინტერესოა, რომ ვიდეო თავად „ბერკუტელებთან“ ახლოს მყოფი ოპერატორის, ან რომელიმე შეიარაღებული დანაყოფის ოპერატორის მიერაა გადაღებული.
ერთ–ერთი ყველაზე საგულისხმო მომენტი ამ ვიდეოკადრებში 10:18 ქრონომეტრაჟზეა, სადაც ჩანს მწვანე ფერის სნაიპერული შაშხანა.
ეს შაშხანა გახლავთ ახალი თაობის რუსული სნაიპერული იარაღი СВ-98, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ მიიღეს სპეცდანაყოფების შეიარაღებაში. ამ იარაღით სარგებლობს ГРУ. ეს იარაღი მხოლოდ რუსეთისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაშია ამ დროისთვის და ის არ გააჩნია არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არც, მით უმეტეს, შსს–ს.
ამას გარდა, ვიდეომასალაში ბევრი საგულისხმო მომენტაი: დაკვირვებული თვალი კარგად შეამჩნევს, რომ თითქოსდა უკრაინის სპეცრაზმის „ბერკუტის“ თანამშრომლები, რომლებიც სინამდვილეში, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან, ძალიან ცუდად იცნობენ კიევის ცენტრს, უჭირთ კონკრეტული პუნქტებისკენ ორიენტირება, რაც, დაგვეთანხმებით, ფრიად უცნაურია „ბერკუტის“ წევრისგან...
მონაცემები რუსული შაშხანის SV-98-ის შესახებ
ლაშა ბერულავა
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ ფანჯარას შესაბამისი წარწერით