„ნაციონალური მოძრაობა“ გოგა ონიანის დაკავებას გმობს

Image

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გმობს ადვოკატ გოგა ონიანის დაკავებას. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს:

 

„ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩანა ახალაიას ადვოკატის, გოგა ონიანი 23 თებერვალს საკუთარ სახლში 2011 წელს თითქოსდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მოტივით დააპატიმრეს.

 

ონიანის კოლეგების თქმით, უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მათ გააჩნდათ ცნობები იმის თაობაზე რომ ადამიანებს იბარებდნენ პროკურატურაში და აიძულებდნენ ონიანის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ზაზა ხატიაშვილის ცნობით, უკვე ექვსი თვეა პროკურატურის მხრიდან ადგილი ჰქონდა ონიანის შევიწროვების მცდელობებს, რადგან ადვოკატის რანგში მისი საქმიანობა მიუღებელი აღმოჩნდა პროკურატურისთვის. ხატიაშვილის თქმით, ადვოკატებზე, მათ შორის გოგა ონიანზე ზეწოლის გამო ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ალდო ბურგარელიმ სპეციალური წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. (იხილეთ ბმული: http://www.ccbe.org/fileadmin/user_upload/NTCdocument/CCBE_Letter_of_conce1_1392986905.pdf )

 

ონიანმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ ორი საქმე პირწმინდად მოიგო. მან გამოააშკარავა აღნიშნულ საქმეებში ორი მთავარი მოწმის (ჯოლოხუა და გორგაძე) სამართალდამცავთა მხრიდან მოტაცების და მათზე ზეწოლის ფაქტები. ონიანმა ასევე ამხილა პირდაპირი კავშირი ანტიდასავლური ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერ ირმა ინაშვილსა და იუსტიციის მინისტრ წულუკიანს შორის, რომელიც პირადად ახორციელებდა ზეწოლას ერთ-ერთ მოწმეზე (მნიშვნელოვანია რომ წულუკიანის მოწმესთან შეხვედრის შეთანხმების ფაქტი ორივემ - წულუკიანმა და ინაშვილმა დაადასტურეს). ორივე მოწმეზე აშკარა ზეწოლის ფაქტები მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს საქართველოს წამყვანმა არასამთარობო ორგანიზაციებმა.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს რომ ადვოკატ გოგა ონიანის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა გამოკვეთილად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და გამოწვეულია მისი წარმატებული საადვოკატო საქმიანობის მიუღებლობით. გამოვთქვავთ ვარაუდს, რომ პოლიტიკური ფიგურის ადვოკატის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიღებულია კრიმინალი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიერ რომელიც არაფორმალურად კვლავაც რჩება საქართველოს მთავარ პროკურორად, რაც კანონის დარღვევაა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეწყვიტოს პოლიტიკური ანგარიშსწორების უგუნური კამპანია და დაიწყოს საკუთარი საარჩევნო დაპირებების ასრულება - მზარდ უმუშევრობასთან და გაჭირვებასთან ბრძოლა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !