
პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს–პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ გაკვირვებულია გიორგი ონიანის აყვანის გამო და იმის გამო, რომ ეს მის სახლში მოხდა, მაშინ როცა ადვოკატი თითქმის ყოველდღე სასამართლოშია.
ვანო მერაბიშვილის თქმით, გიორგი ონიანმა მას შეატყობინა კიდეც, რომ მის დაკავებას აპირებდნენ:
"გოგა ონიანი ჩემთან პარასკევს იმყოფებოდა და თქვა, რომ აპირებდნენ მის დაპატიმრებას. ეს სერიოზულად არ აღვიქვი, რადგან ადვოკატი იცავს თავის დაცვის ქვეშ მყოფებს. მე რაც ვნახე, რომ ბინაში დააპატიმრეს და ჩაატარეს ასეთი სადამსჯელო ოპერაცია, ამით გაკვირვებული ვარ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოს პროცესზე, სადაც 2011 წლის 26 მაისის საქმის დეტალები განიხილება.