
საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013 წ.წ) უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს კიევში განუცხადა, უკრაინამ საოცარი გარღვევა მოახდინა:
„ახლა უკრაინამ მოახდინა საოცარი გარღვევა და ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა დადგა დრო, როდესაც საქართველომ უნდა ისწავლოს უკრაინისგან. კიევმა რამდენიმე რამ დაანგრია: პირველ რიგში – მითი რუსეთის უძლეველობის. საქართველოში ძალიან ბევრს გაუჩნდა ილუზია, რომ რუსეთი ისეთი უძლეველია, რომ ბაბაიას ძახილის გარეშე ვერაფერს გააწყობ. ამათ დაუძახეს ბაბაია?!“, - განაცხადა სააკაშვილმა.