პროკურატურამ გიორგი ონიანის ბრალდება გაასაჯაროვა

Image

საქართველოს მთავარი პროკურატურა გიორგი ონიანის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ონიანმა 2011 წელს კოალიცია  „ქართული ოცნების“  პოლიტიკური საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა. შპს „დაო-პრინტი“ იმ დროისათვის  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებას ახდენდა და სწორედ ეს ფაქტი გახდა დ.შათირიშვილის დაკავების მიზეზი, რაც მას პირდაპირ დაუფიქსირა საუბარში გ.ონიანმა დაკავების შემდეგ. 

 

გ.ონიანმა,   თავის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს დაავალა პატაკის შედგენა,  რომ დავით შათირიშვილი თითქოსდა უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. რეალურად კი, აღნიშნული შინაარსის ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებს მიღებული არ ჰქონდათ. იმავე დღეს, გ. ონიანის ორგანიზებითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, დაკავებულ იქნა დავით შათირიშვილი.  პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს პირადი ჩხრეკა მხოლოდ დაკავების შემდგომ ჩაუტარეს.  თუმცა, მას რაიმე ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში დავით შათირიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებიდან, გიორგი ონიაინის ბრძანებით იგი გლდანი-ნაძალადების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში იქნა გადაყვანილი.

 

დავით შათირიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების დავით შათირიშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

 

გიორგი ონიანის ძალისხმევის შედეგად, დავით შათირიშვილს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  11 წლამდე ვადით და საქმე საბრალდებო დასკვნით არსებითად განსახილველად წარიმართა სასამართლოში.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 25, 341-ე მუხლით და 3691-ის მუხლის მესამე ნაწილით, რაც  თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.  

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !