
ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინაში განსახორციელებელი რეფორმებისთვის 20 მილიარდი ევრო გამოყოს, როგორც კი ხელისუფლების ფორმირება დასრულდება.
ამის შესახებ ტელეკომპანია "1+1" ეთერში ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ელმარ ბროკმა განაცხადა.
"მე ვფიქრობ, ეს თანხა გამოიყოფა და გამოიყოფა სასწრაფოდ, რათა თავიდან ავიცილოთ დეფოლტი", – აღნიშნა ბროკმა. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის ახალ ხელისუფლებას მხარდაჭერას გამოუცხადებს:
"ხალხს არ უნდა ეშინოდეს, რომ დეფოლტი მოხდება, რეფორმების ჩატარება არ იქნება უზრუნველყოფილი და უკრაინა მხარდაჭერის გარეშე, მარტო დარჩება", – თქვა ევროპარლამენტის დეპუტატმა.