-
2014-02-23 23:40
საქართველოს პრეზიდენტმა (2004–2013) მიხეილ სააკაშვილმა კიევის ევრომაიდნის სცენიდან უკრაინელ ხალხს მიმართა.
მიმართვა "ესპრესო.ტვ"–ს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კიევში სიტყვით გამოსვლის ამსახველი ფოტო მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ევროპის გულისცემა ახლა არა არა ბრიუსელში, არამედ კიევში ისმის. თქვენ დაამტკიცეთ, რომ უკრაინის ბედი წყდება არა მოსკოვში, არამედ უკრაინაში. თქვენ ამ მაიდანზე გააოცეთ მსოფლიო, მაგრამ გააოცეთ მსოფლიო კიდევ ერთხელ – ააშენეთ თავისუფალი უკრაინა. დიდება უკრაინას!", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლისას ისმოდა სკანდირება: "მიშა!"; "გრუზია!".
შეგახსენებთ, 2013 წლის დეკემბერში კიევში განვითარებული მოვლენების დროს მიხეილ სააკაშვილი იანუკოვიჩის ხელისუფლებამ არასასურველ პერსონად გამოაცხადა და კიევში არ შეუშვა.