
ქართველი მორაგბეების ნომერი ცხრა – გიორგი ბეგაძე 2008 წელს თავის თანაგუნდელებთან ერთად რუსეთ–საქართველოს ომში იბრძოდა. ის რეზერვისტი იყო.
ბეგაძე თავდაპირველად საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, კაპიტანიც იყო. არაერთ თამაშში მოუპოვებია საუკეთესოს წოდება. მოედანზე მუდამ ბოლო იხარჯება. ემოციებსაც ბოლომდე ავლენს, მოგების ჟინთან ერთად.
ამაზე ის სახასიათო ფოტოც მეტყველებს, რომელიც „ფეისბუქზე“ გვერდმა „Geo-Army.ge“–მ გამოაქვეყნა და სადაც საქართველო–რუსეთის 22 თებერვლის სარაგბო ჯახის ეპიზოდია აღბეჭდილი: მატჩში, როგორც ომში...