-
2014-02-23 21:42
თანამდებობრივის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განზრახ უკანონო დაკავება და კიდევ რამდენიმე სხვა ბრალდება – ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის დაკავება, სავარაუდოდ, პოლიციაში მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
"გაიგეს ჩემი პოლიტიკური გეგმების შესახებ, დაიბარეს ხალხი და დააწერინეს ჩემზე რაღაც სისულეები", – ამბობს თავად გიორგი ონიანი.
ამ წუთებში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გიორგი ონიანი თბილისის პროკურატურის ნაცვლად ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
კადრები გიორგი ონიანის დაკავების ადგილიდან – მისი საცხოვრებელი სახლიდან ანი ნადარეიშვილმა "ფეისბუქში" გაავრცელა.
ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ შესაბამისი წარწერის ფანჯარას