-
2014-02-23 21:16
რამდენიმე წუთის წინ „პოსტსკრიპტუმმა“ გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეოკადრები ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის შესახებ.
„მოვიდნენ, წარმოადგინეს ჩხრეკის ოქმი, აურ–დაურიეს სახლი, წაუკითხეს გოგას უფლებები, შემოცვივდნენ, თითქოს ბანდიტს აკავებდნენ და წაიყვანეს“, – ამბობს გიორგი ონიანის მეუღლე ანი მინაშვილი.
„ეს არის დაშინებული და „დაჩმორებული ხელისუფლება“, – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა აკაკი მინაშვილი.
ონიანის საცხოვრებელ სახლში ამ დრომდე არიან და ჩხრეკას აგრძელებენ სამართალდამცველები.
როგორც ცნობილია, ონიანი თვითმართველობის არჩევნებზე კენჭისყრას ვაზისუბანში აპირებდა. დაკავებისას გაკეთებულ კომენტარში მისი აყვანის მიზეზს თვითონ ადვოკატი სწორედ ამით ხსნის.
"არ გვეუბნებიან სად წაიყვანეს გოგა, შესაბამისად ადვოკატებსაც არ ეძლევათ საშუალება მასთან შესვლის. არადა სახლიდან რომ გამოყავდათ ცხრაჯერ ვკითხეთ სად მიყავდათ და ქალაქის პროკურატურაშიო. სამწუხაროდ ადამიანების გატაცება ამათი სამარკო ნიშანი გახდა...", - წერს "ფეისბუქში" ამ წუთებში ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.