-
2014-02-23 17:50
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი მხარდამჭერი ზაზა ბიბილაშვილი ჰიპოთეტურად განიხილავს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში 8–9 წლის შემდეგ მოვა ხელისუფლება, რომელიც „ერვომაიდანს“ შეცდომად ჩათვლის.
ზაზა ბაბილაშვილმა სტატუსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„წარმოიდგინეთ, გადის 8-9 წელიწადი და უკრაინაში ხელისუფლებაში მოდის ძალა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთთან ამ ფორმით დაპირისპირება იყო შეცდომა და იწყებს გამოძიებას მაიდნის ლიდერებისა და მონაწილეების წინააღმდეგ.
პოლიტპატიმრის სტატუსით ათავისუფლებს იმ ადამიანებს, ვინც ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატიზმს აღვივებდა, სამხედრო ამბოხებებს გეგმავდა და ტერაქტებს აწყობდა (მათ შორის რუსეთის მოქალაქეებს).
ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ მართლია უკრაინაში აღარ არის ტოტალური კორუფცია, მაგრამ არსებობს ელიტური კორუფცია, რომელის გამოც მოსახლეობისთვის ძვირია გაზი, დენი, ბენზინი, წამლები და საჭმელი. ეს ხელისუფლება ამბობს, რომ მართალია, მაიდნის ხელისუფლების წარმატებებმა მრავალი საერთაშორისო აღიარება მიიღო, ეს წარმატებები იყო ილუზორული და/ან სიცრუეზე დაფუძნებული და ა.შ...
სასაცილოა, არა? ასე სასაცილოდ ვჩანვართ ჩვენც, გარედან .
პ.ს. იმედი მაქვს, 8-9 წელიწადში რუსეთი ამ ფორმით აღარ იარსებებს“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.