
ამ წუთებში გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო–2016“–ის შესარჩევ ტურში D ჯგუფში ითამაშებს. ცნობილია მისი მეტოქე ნაკრები გუნდებიც.
წილისყრა გადაიცემოდა „პირველი არხის“ ეთერში. „დ“ ჯგუფში საქართველოს მეტოქე გუნდები გერმანიის, გიბრალტარის, პოლონეთის, შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრები გუნდები იქნებიან.
გიბრალტარი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე პირველად მონაწილეობს. ის ოფიციალურ მატჩებს პორტუგალიაში ატარებს. გიბრალტარის მოქალაქე სულ 30 ათასი ადამიანია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2016 წელს საფრანგეთში ტარდება.
ამ დროისთვის უკვე გარკვეულია სხვა ჯგუფების შემადგენლობაც:
A ჯგუფი
ჰოლანდია
ყაზახეთი
ისლანდია
ლატვია
თურქეთი
ჩეხეთი
B ჯგუფი
ბოსნია
ანდორა
კვიპროსი
უელსი
ისრაელი
ბელგია
C ჯგუფი
ესპანეთი
ლუქსემბურგი
მაკედონია
ბელორუსი
სლოვაკეთი
უკრაინა
D ჯგუფი
გერმანია
გიბრალტარი
საქართველო
შოტლანდია
პოლონეთი
ირლანდია
E ჯგუფი
ინგლისი
სან–მარინო
ლიტვა
ესტონეთი
სლოვენია
შვეიცარია
F ჯგუფი
საბერძნეთი
ფარერის კუნძულები
ფინეთი
ჩრდილოეთ ირლანდია
რუმინეთი
უნგრეთი
G ჯგუფი
რუსეთი
მოლდოვა
ლიხტენშტაინი
მონტენეგრო
ავსტრია
შვედეთი
H ჯგუფი
იტალია
მალტა
აზერბაიჯანი
ბულგარეთი
ნორვეგია
ხორვატია
I ჯგუფი
პორტუგალია
ალბანეთი
სომხეთი
სერბეთი
დანია
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები, ასევე - საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მესამე ადგილზე გასული, ანუ, სულ 19 გუნდი.
დანარჩენი რვა, რომლებიც მესამე ადგილის მფლობელები გახდებიან, ერთმანეთში დაწყვილდებიან და ოთხ საგზურს პლე–ოფში გაითამაშებენ. ამ ხუთს მასპინძელი საფრანგეთი დაემატება.
ფინალურ ეტაპზე, ჯამში, 24 ნაკრები ითამაშებს.