
"თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, 22 წლის დათო ყიფიანი, რომელიც კიევში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, თბილისში 22 თებერვალს, ღამით ჩამოასვენეს.
მის ცხედარს აეროპორტში დახვდნენ და ხსოვნას პატივი მიაგეს მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, რიგითმა მოქალაქეებმა. დათო ყიფიანს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დათო ყიფიანი ევრომაიდნის დამცველთა სახალხო რაზმის წევრი იყო და კიევის ცენტრში დაწყებულ მოვლენებში ჯერ კიდევ გასული წლიდან მონაწილეობდა.