-
2014-02-23 13:26
საქართველო–რუსეთის სარაგბო მატჩის დროს "დინამო–არენაზე" უამრავი პლაკატი იყო გამოფენილი, მათ შორის იყო საკმაოდ ორიგინალური შინაარსის პლაკატებიც.
იყო პლაკატები უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვით, პლაკატები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, პლაკატები, რომლებიც, როგორც წესი, ქართველ ქომაგებს უჭირავთ ხოლმე...
ერთერთი ყველაზე ორიგინალური პლაკატი, რომელიც 22 თებერვალს "დინამო–არენაზე" გამოფინეს, სოციალურ ქსელებში რამდენიმე გულშემატკივარმა გაავრცელა და უამრავმა ადამიანმა გაიზიარა. პლაკატი ცნობილი რუსული გამოთქმის პერიფრაზია და მასზე აღნიშნულია:
"რაგბი... ძიუდო... ჰოკეი... არ შეგიძლია თამაში – ნუ ტანჯავ... ვოვკას".
