კიევის მოვლენების შედეგად 18 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით 423 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულთა რაოდენობა სულ 645-ს შეადგენს, მათგან 82 გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა უმრავლესობას სხეუზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ამ დროისათვის „ევრომაიდანზე“ სიმშვიდეა, თუმცა, აქციის მონაწილეები ჯერჯერობით დაშლას არ აპირებენ.