
მრევლს, მოქალაქეებს საშუალება ექნება ხვალ, 13:00 საათზე ბერი გაბრიელის ნეშტს თბილისში, სასტუმრო "რადისონ ბლუსთან" დახვდეს, შემდეგ კი ერთი კვირის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიეახლოს.
ბერი გაბრიელის ნეშტს სვეტიცხოვლის ტაძრიდან თბილისისკენ ხვალ გადმოასვენებენ. საპატრიარქოს ინფორმაციით, მოქალაქეებს შეეძლებათ, ნეშტს დახვდნენ "რადისონ ბლუს" წინამდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ კი მიიღონ მონაწილეობა სამების ტაძრისკენ ნეშტის გადასვენებისას ფეხით მსვლელობაში.
მამა გაბრიელის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და ერთი კვირის განმავლობაში მასთან მიახლების საშუალება ყველა მსურველს ექნება.